მიგარიას მასივი
მიგარიას მასივი
მიგარიას მასივი (სიგრძე 17 კმ, სიგანე 7 კმ) თავის აღმოსავლურ, კულმინაციურ ნაწილში წარმოდგენილია ორი მწვერვალით: მიგარიათი (2023 მ) და ჯვრით (1950 მ). მიგარიას მასივს თავისი მცენარეულობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, გამოირჩევა კომპლექსურობით (მაგ.: წაბლისა და კოლხური ბზის შერწყმული ფიტოცენოზის ფართო გავრცელებით) და ენდემური მცენარეული სახეობების (სამეგრელოს არყი, სამეგრელოსა და მიგარიის მაჩიტები, სამეგრელოს ცერცველა და სხვ.) მრავალფეროვნებით.
მიგარიის კირქვული მასივი აღმართულია მდ. ხობისა და ტეხურის კალაპოტებს შორის. მისი სიგრძე 17 კმ-ს უდრის, მაქსიმალური სიგანე კი 8 კმ-ს აღწევს (ცენტრალურ ნაწილში). კარსტული ტერიტორიის ფართობი 75 კმ²-ია. მასივის უმაღლესი მწვერვალებია მიგარია (2023 მ.ზღვ.დ.) და ჯვარი (1838 მ ზღვ.დ.).
მიგარიას მასივში შემორჩენილია უნიკალური მეზოფილური ტყე წაბლის, ბზისა და კოლხური ენდემების მონაწილეობით. აგრეთვე კაკლის ტყეები, წაბლნარ-რცხილნარი და რცხილნარები, მუქწიწვიანი ტყე კოლხური ქვეტყით. ეს მასივი არის აგრეთვე ვიწრო ლოკალური ენდემის მეგრული არყის – Betula megrelicaს ჰაბიტატი. აქ გავრცელებულია მრავალი ვიწ რო ლოკალური ენდემები, როგორიცაა მაგალითად კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum), ძაკუს მაჩიტა (Campanula dzaaku), მეგრული მაჩიტა (Campanula megrelica), ფონდერვიზიის მაჩიტა (Campanula fondervisii), იორდასალამი (Paeonia macrophylla) და მრავალი სხვ.