მეგრული არყის ხე
მეგრული არყის ხე - Betula megrelica Sosn.
მეგრულად – ჭყერია, გვალაში ბული, ბულიშ ცხამური
ვიწრო ლოკალური, სამეგრელოს ენდემური სახეობაა, ტანდაბალი, ნახევრადგართხმული ხე, მეტწილად ძალიან მახვილკუთხა დატოტვით. ფოთლები უმთავრესად კვერცხისებრი ფორმისაა, თანდათან წვერისკენ შევიწროებული, წვეტიანია ან ოდნავ წაწვეტებული, ყველაზე განიერია ქვედა ნახევარში, 611 წყვილი გვერდითი ძარღვით. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი ქვემოდან მეტწილად წვრილი, მუქი (თითქმის შავი) ჯირკვლებითაა მოფენილი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები ცალცალკე მჭადებადაა შეკრებილი. მდედრობითი ყვავილები უყვავილსაფროა, ერთი მფარავი ქერქლისა და 2 საყვავილე ქერქლის იღლიებში 33 განლაგებული და მჭადებად შეკრებილი. ნაყოფი მარტოული, ბრტყელი კაკალია ძალიან ვიწრო ფრთით. ყვ. IV-V; ნაყ. IX.
ქმნის ტანბრეცილ ტყეს სუბალპური სარტყლის უტყეო ფერდობებზე, მეტ წილად 1700 2000 მ სიმაღლეზე; ზოგ ადგილებში ჩამოდის 1400-1250 მ-მდე, უმთავრესად მაღალმთის სხვა ტანდაბალ ხეებსა და ბუჩქებთან ერთად. ძირითადად გვხვდება კირქვიან ქანებზე, ტყეებსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში, მთის ზედა სარტყელში.
სამკურნალოდ იყენებენ თეთრი არყის იდენტურად (Ролловъ, 1908).
(კოლხეთის ენდემი მეგრული არყი), ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე.