პიერიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:50, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიერიდები(ბერძნ.) (პიერიის ქალწულები) ასე უწოდებდნენ რომაელი პოეტები მუზებს. ეს სიტყვა უკავშირდება ძველი მაკედონიის ერთ–ერთ მხარეს, პიერიას, სადაც მუზათა კულტი იყო დამკვიდრებული.

არსებობს ნაკლებად ცნობილი ლეგენდა: პიერუსს, მაკედონური პელლას მეფეს, ცხრა ქალიშვილი ჰყოლია, რომლებიც მუზებს გაჯიბრებიან სიმღერის ხელოვნებაში. დამარცხებულან ქალწულები და კადნიერებისათვის მუზებს ისინი დაუსჯიათ იმით, რომ კაჭკაჭებად გარდაუსახავთ. პიერუსის ქალიშვილებს პიერიდებად უხმობდნენ ძველად.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები