ჯუფთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯუფთება – კომბინატორიკის ერთ-ერთი ცნება. n ელემენტისაგან m- ელემენტიანი ჯუფთება ეწოდება ყოველ ქვესიმრავლეს, რომელიც შედგება n-ელემენტიანი სიმრავლის m ელემენტისაგან. ორი ჯუფთება ითვლება განსხვავებულად, თუ ერთ-ერთში შემავალი რომელიმე ელემენტი არ შედის მეორეში.
n ელემენტისაგან შედგენილი ერთმანეთისაგან განსხვავებული m- ელემენტიანი ჯუფთებათა რაოდენობა განისაზღვრება ფორმულით:
რიცხვს უწოდებენ ჯუფთებათა რიცხვს n ელემენტიდან m ელემენტად.
რიცხვები წარმოადგენენ ბინომურ კოეფიციენტებს.
ტერმინი „ჯუფთება“ პირველად გამოიყენა პასკალმა (1653). აღნიშვნა შემოიღო პოტსმა (1880), ოღონდ nCm სახით. ამჟამად მიღებული აღნიშვნა (nm) ეკუთვნის ეილერს (n/m) ან [n/m] სახით (1778).