დრამა (სასცენო ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 15 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრამა – (ძველბერძნ. drama – მოქმედება, ქმედება), დრამა, როგორც სასცენო ჟანრი ჩამოყალიბდა განმანათლებლობის ხანაში (მდაბიოთა დრამა). ძირითადად ასახავს ადამიანთა პირად ცხოვრებას კონკრეტულ ისტორიულ და სოციალურ ვითარებაში. ტრაგედიისგან და კომედიისგან განსხვავებით, დრამის პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, აქვთ ღირსებებიც და ნაკლიც. დრამის ფაბულა ორიენტირებულია საყოფაცხოვრებო კონფლიქტებზე და არ გამორიცხავს მშვიდობიან დასასრულს. დრამამ დიდად შეუწყო ხელი თეატრში რეალისტური ტენდენციების დამკვიდრებას, სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა სამსახიობო ხელოვნება, ღრმა კავშირი წარმოშვა თეატრსა და ლიტერატურას შორის, ერთმანეთს დაუახლოვა მეცნიერება და თეატრი (ნატურალიზმი).

მე-19 საუკ. მეორე ნახევარში წარმოიშვა დრამის ახალი სახეობა – ფსიქოლოგიური დრამა (იბსენი, ჩეხოვი, გორკი შოუ). მიუხედავად იმისა, რომ დრამას არ შეუქმნია ესთეტიკური დოქტრინები, მას თავისთავად ჩამოუყალიბდა მხატვრული საზღვრები და სასცენო სპეციფიკა დრამამ უდიდესი სამსახური გაუწია თეატრის პროფესიონალიზაციას წარმოშვა მხატვრული თანამოაზრეობა და ან სამბლურობის პრინციპი.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები