ამოწურვის მეთოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 13 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამოწურვის მეთოდი - დამტკიცების მეთოდი, რომელსაც უძველესი დროის მათემატიკოსები ფართობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის იყენებდნენ. ამ მეთოდის პირველი თეორიული განზოგადება და დაფუძნება ეკუთვნის უდიდეს ბერძენ მათემატიკოს ევდოქსის (IV ს. ჩვ. წ. აღ-მდე). XVII ს-ში ევდოქსის მეთოდს უწოდეს „ამოწურვის მეთოდი“. ამ მეთოდით ფართოდ სარგებლობდა ევკლიდე, უფრო განსაკუთრებული ოსტატობით და მრავალფეროვნებით არქიმედე. მაგალითად, პარაბოლის სეგმენტის ფართობის გამოსათვლელად არქიმედემ ააგო პარაბოლის სეგმენტში ჩახაზული s1, s2,... ფართობები, რომლებიც თანდათანობითი გაზრდის შედეგად „ამოწურავენ“ სეგმენტის ფართობს.

ამოწურვის მეთოდი თანამედროვე ზღვართა თეორიის წინამორბედია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები