პაროდოსი (ქოროს სიმღერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაროდოსი (ბერძნ. parodos – შესავალი) – ძველბერძნულ ტრაგედიასა და ძველ ატიკურ კომედიაშიქოროს პირველი, შესავალი სიმღერა სრულდებოდა სამარშო მუსიკის და ცეკვის თანხლებით. პაროდოსი ხშირად იყო ქოროს ლირიკული პარტიის მიერთება მონოლოგთან ან დიალოგთან (მაგ. ესქილეს „პრომეთე“). სიმღერას ცვლიდა რეჩიტატივი, დეკლამაცია და პირიქით. პაროდოსი, როგორც წესი, მაშინვე მოსდევდა პროლოგს. ჩვენამდე მოღწეულ ესქილეს პიესათაგან ორი („მთხოვნელები“ და „სპარსელები“) იწყება პაროდოსით.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები