სკარამუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:48, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკარამუჩა, სკარამუში – იტალიური კომედია დელ’არტეს პერსონაჟი; პირველ ხანად იყო კაპიტანის ერთ-ერთი ვარიანტი და მისგან განსხვავდებოდა მხოლოდ შავი სამოსით. გამოჩენილმა ნეაპოლიტანელმა მსახიობმა ტ. ფიორილიმ (მე-17 საუკუნის 40-იანი წწ.) შეცვალა ამ ნიღბის ხასიათი და იგი აქცია მაღალი წრის ტრაბახა წარმომადგენლად.