კაპიტანი (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„კაპიტანი“ – (იტალ. capitano – მეთაური), იტალიური კომედია დელ’არტეს ტიპიზირებული პერსონაჟი გამოირჩევა სატირული მიმართულებით. მშიშარა, რომელსაც თავი მოაქვს გულად ადამიანად. ძალიან ჩამოჰგავს პლავტუსის ბაქია მეომარს კაპიტანს ეცვა კარიკატურული სამხედრო კოსტიუმი, გამოდიოდა უნიღბოდ.