იემოტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:28, 13 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იემოტო (იაპ. – „სახლის დამფუძნებელი“), თეატრალური თანამდებობა XVII საუკუნის იაპონიაში, რომლის მიზანი იყო ნოოს თეატრის საცერემონიო მუსიკის დაცვა უნებართვო გავრცელებისგან. მას ასევე ზედამხედველობა უნდა გაეწია, რომ „ნოოს“ თეატრის მსახიობები და მუსიკოსები ამ თეატრის მხოლოდ ერთი სკოლის მიმდევრები ყოფილიყვნენ. ამ სკოლას ნოოს თეატრის სახელგანთქმული ოსტატები ხელმძღვანელობდნენ. იემოტოს წოდება მემკვიდრეობითი იყო.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები