თეატრალური ექსპერიმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 13 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ექსპერიმენტი – ასეთად იწოდება ყველა ის დადგმა, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება თეატრის სტრუქტურულ ნორმებს:

  1. შეცვლილია თეატრის არქიტექტურული განლაგება (ანუ უარყოფილია ტრადიციული სცენა და მაყურებელთა დარბაზი მათი გაერთიანების ან სპექტაკლის სხვა დანიშნულების შენობაში გადატანის გზით).
  2. შეცვლილია ფაბულის სცენური განსახოვნების ტრადიციული გზა (უარყოფილია ფაბულის აგების კანონიკური პრინციპი – ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ფინალი. სიუჟეტის განვითარების ეს გზა ან მთლიანად უარყოფილია, ან გადაადგილებულია მხატვრული ჩანაფიქრის მიხედვით).
  3. შეცვლილია პერსონაჟის ასახვის ფორმა (უარყოფილია პერსონაჟის მოქმედების მოტივაცია, ისტორიული, ფსიქოლოგიური, სოციალური დახასიათება).
  4. შეცვლილია რეჟისურის გამომსახველობითი ხერხები (უარყოფილია მიზანსცენა, კონკრეტული გარემო, პერსონაჟის მოქმედებაში ჩართვის ლოგიკა, აბსტრაჰირებულია დრო და სივრცე).
  5. შეცვლილია მსახიობის გამომსახველობითი საშუალებები (უარყოფილია კონკრეტული ჟესტი, მიმიკა, პლასტიკური დახასიათება, მზერის ლოგიკა).
  6. სცენოგრაფია და მუსიკა მთლიანად განყენებულია (უარყოფილია მათი კავშირი მოქმედებასთან).
  7. შეცვლილია სიტყვის ფუნქცია (უარყოფილია სიტყვა როგორც მოვლენების და პერსონაჟების დახასიათების საშუალება)

თეატრალური კანონის ყოველი დარღვევა დასაშვებია. მისი რამდენადმე მაინც ტოლფასი მხატვრული პრინციპებით ჩანაცვლების შემთხვევაში. ჯამში შენარჩუნებულ უნდა იქნას დრამატული პოეტიკა. სხვა ვითარებაში სპექტაკლი ვერ ჩაითვლება დრამატული თეატრის (და საერთოდ თეატრის) მხატვრულ ნაწარმოებად.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები