ბაილე – (ესპ. baile – ცეკვა), მცირე ზომის სასიმღერო პიესა-ინტერმედია მე-16-17 საუკუნეების ესპანურ თეატრში. წარმოდგენის მონაწილეთა სიმღერას ახლდა მიმიკა და ჟესტი. ბაილეში ასახული იყო ყოველდღიურობა, მოქმედი პირები იყვნენ სტუდენტები, ღატაკები, თავგადასავლის მაძიებლები (და სხვ.).
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი