დესტრობილიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დესტრობილიზაცია - (destrobilatio; ლათ. de განზე + ბერძნ. strobilus ნაძვის გირჩა, სტრობილა), ცესტოდების სეზონური ადაპტაციური რეაქციის ან მორფოლოგიური ადაპტაციის ფენომენი, რომელიც გამოიხატება ცესტოდას სხეულიდან მოუმწიფებელი (ზრდადაუსრულებელი) პროგლოტიდების მოწყვეტითა და გარემოში გამოტანით მასპინძელი ორგანიზმის სრული ან ნაწილობრივი შიმშილის შედეგად პარაზიტის ბინადრობის არეში მომხდარი ცვლილებების გამო.