დიპლოზოონოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიპლოზოონოზები - (diplozoonoses; აღმძვრელის გვარის დასახელება Diplozoon + ბერძნ. oses) – მტკნარი წყლის თევზების ჰელმინთოზები. აღმძვრელები – Diplozoon-ის გვარის, Monogenea-ს კლასის მწოველები პარაზიტობენ მტკნარი წყლის თევზების ლაყუჩებზე. დიპლოზოონოზები გავრცელებულია დალამულ, სუსტი დინების მქონე წყალსატევებში, სატბორე მეურნეობებში. უპირატესად ავადდება მოზარდეული. დაავადებული თევზის ლაყუჩების ფურცლების მთლიანობა დარღვეულია, რის გამო ისინი კარგავენ ელასტიკურობას, ქვეითდება ნივთიერებათა ცვლის ფუნქცია.