დიპლოზოონოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიპლოზოონოზები - (diplozoonoses; აღმძვრელის გვარის დასახელება Diplozoon + ბერძნ. oses) – მტკნარი წყლის თევზების ჰელმინთოზები. აღმძვრელები – Diplozoon-ის გვარის, Monogenea-ს კლასის მწოველები პარაზიტობენ მტკნარი წყლის თევზების ლაყუჩებზე.

დიპლოზოონოზები გავრცელებულია დალამულ, სუსტი დინების მქონე წყალსატევებში, სატბორე მეურნეობებში. უპირატესად ავადდება მოზარდეული. დაავადებული თევზის ლაყუჩების ფურცლების მთლიანობა დარღვეულია, რის გამო ისინი კარგავენ ელასტიკურობას, ქვეითდება ნივთიერებათა ცვლის ფუნქცია.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები