ანკილოსტომატიდოიდური განვითარების ტიპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანკილოსტომატიდოიდური განვითარების ტიპი – ახასიათებს Ancylostomatidae-ს ოჯახის ნემატოდებს (ანკილოსტომა, უნცინარია – ხორცისმჭამელთა პარაზიტები; ბუნოსტომები – მცოხნელთა პარაზიტები). ფეკალთან ერთად გარემოში გამოყოფილ კვერცხებში ვითარდებიან ლარვები, რომლებიც იჩეკებიან და ინვაზიურ სტადიას აღწევენ. ცხოველების დაინვაზიება ხდება პერორალური და პერკუტანული (ლარვები აქტიურად შეიჭრებიან ორგანიზმში დაუზიანებელი კანიდან) გზებით. პერკუტანული დაინვაზიებისას ლარვები სისხლის მეშვეობით ხვდებიან სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, არღვევენ ფილტვის კაპილარების მთლიანობას, გადაინაცვლებენ ბრონქებში, ტრაქეაში, პირის ღრუში, გადაიყლაპებიან და წვრილ ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ ზრდასრულ სტადიას აღწევენ. პერორალური დაინვაზიებისას ლარვები წვრილ ნაწლავებში ხვდებიან, სადაც ზრდასრულ სტადიამდე ვითარდებიან სისხლძარღვთა სისტემაში მიგრაციის გარეშე.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები