ანდორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდორა - Andorra – ანდორის სამთავრო – პატარა სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.
ფართობი - 465 კმ2,
მოსახლეობა - შეადგენს 84 ათ. კაცს (2012).
ოფიციალური ენა – კატალონიური, ასევე მასთან ერთად თანაბარი უფლებებით გამოიყენება ფრანგული და ესპანური.
დედაქალაქი – ქ. ანდორა-ლა-ვიეხა.
ადმინისტრაციული დაყოფ – 7 რაიონი (parroquia).
ანდორა პარლამენტური სამთავროა.
სახელმწიფოს კონსტიტუციური მეთაურია საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელის (ესპანეთი) ეპისკოპოსი.
შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი. შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.