საიდინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საიდინგი

საიდინგი (ინგლ. siding გარე მოპირკეთება) – შენობის კედლების ჰორიზონტალურად განლაგებული ერთმანეთზე პირგადადებული მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც ასრულებს უტილიტარულ (შენობის დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისგან) და ესთეტიკურ (შენობის ფასადის მორთვა) ფუნქციებს. პირველად გამოყენებული იქნა XIX საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში. გარანდული და შეღებილი ხის ფიცრები მაგრდება კედელზე ისე, რომ ზედა ჰორიზონტალური ფიცარი ოდნავ გადმოდის შემდეგზე – ასეთი განლაგების შედეგად წვიმის წყალი თავისუფლად ჩამოედინება ძირს და კედელი მშრალი რჩება. XX საუკუნის 50-იან წლებში აშშ-სა და კანადაში დაიწყეს ვინილის საფასადე პანელების წარმოება, რომელიც გამოირჩეოდა ხანგამძლეობითა და ნაკლები საექსპლუატაციო დანახარჯებით ხის პანელებთან შედარებით; შემდეგ გაჩნდა ლითონის პანელები – ლითონსაიდინგი, ცემენტის – ცემენტსაიდინგი, ფიბროცემენტისფიბროცემენტის საიდინგი. ცოკოლის მოსაპირკეთებლად გამოიყენება უფრო მტკიცე – ცოკოლის საიდინგი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები