ბეღელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასიმინდე ბეღელი

ბეღელი - სამეურნეო პროდუქტების შესანახი შენობა. ბეღელი წარმოადგენს წმინდად გათლილი ფიცრისგან აგებულ ერთსართულიან ოთხკუთხა ოთახს, რომელიც შედგმულია ქვის დაბალ ბოკონებზე. ბეღელი მთლიანი ნაგებობაა, იმდენად მჭიდროდ აშენებული, რომ მასში მღრღნელებმა ვერ შეაღწიონ. ბეღელს აქვს პატარა კარი და იკეტება ე.წ. დათვა საკეტით. ბეღელი შიგნით დაყოფილიც არის და მთლიანიც.


დაყოფილი ბეღლის ცალკეულ თვალში (ხარო, ხვიმირა, საგვერდული) ინახებოდა სხვადასხვა პროდუქტი და მარცვლეული.

ბეღელი მეტ-ნაკლებად გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში და ძირითადად დამახასიათებელი იყო დიდი მასშტაბის მეურნეობისთვის. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბეღელი ითავსებდა პატარა ოთახსაც, რომელიც თაფლობის თვეში ახლად დაქორწინებულთა საცხოვრისად გამოიყენებოდა.

ლიტერატურა

ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები