ტუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tufi.jpg

ტუფი – (იტალ. tufo < ლათ. tōfus), მკვრივი ვულკანური წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის (ვულკანური ფერფლი, წიდა, ლაპილები) შეცემენტების შედეგად. ზოგჯერ დანალექი ფოროვანი ქანია. აქვს სხვადასხვა ფერი. ძვირფასი საშენი მასალაა. გამოიყენება როგორც მსუბუქი საკედლე მასალა და მსუბუქი ბეტონის შემავსებელი. საქართველოში ცნობილია ტუფის მრავალი სახესხვაობა, რომელთაგან აღსანიშნავია: თეძმის, ბოლნისის, აკაურთის (მწვანე ტუფი), გორიჯვრის, ზემო სკრის (იისფერი ტუფი), სამშვილდის (ყვითელი ტუფი) და სხვააბადოები. ტუფის გათლილი ფილებითა და კვადრებითაა მოპირკეთებული საქართველოს მთავრობის სასახლე, თბილისის სიონის ტაძარი, საქართველოს ფოსტა (ბოლნისის ტუფი), ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ეკლესია, ელიას მთაზე მდებარე წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი (წითელი ტუფი) და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები