ნაგლინი – საგლინავ დგანზე მიღებული პროდუქცია (მილი, კუთხედი, შველერი, კვადრატი და ა.შ.) ცხელი, თბილი ან ცივი გლინვის გზით. გამოიყენება ფოლადი, ალუმინი, სპილენძი, ბრინჯაო, ტიტანი, მელქიორი და ნიკელი. გამოდის სორტამენტის მიხედვით. მშენებლობაში ძირითადად მოიხმარება ფოლადის გაგლინული პროფილები.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი