დალექვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დალექვა – თხევადი დისპერსიული სისტემის (ჰიდრონარევი, სუსპენზია, ემულსია) დაყოფა ფაზებად მიზიდულობის ძალის მოქმედებით. ამ მეთოდით შეიძლება სითხეში ან ერთმანეთში უხსნადი, სხვადასხვა სიმკვრივის მყარი ნივთიერებების განცალკევება (მაგ., რკინა და ხის ნახერხი, ქვიშა და ოქრო, ქვანახშირი და მიწა). დალექვის მეთოდს იყენებენ სითხეების გასაწმენდად მექანიკური მინარევებისაგან. მრეწველობაში დალექვას აწარმოებენ დასალექ აუზებში, (რეზერვუარებში), ქვაბებში და სხვადასხვა კონსტრუქციის სპეც. აპარატებში. დალექვა ფართოდ გამოიყენება წყლის გაწმენდისას ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, წყალმომარაგებაში, კანალიზაციაში; ნედლი ნავთობის წყლისაგან გამოთავისუფლებისას; ქიმიურ ტექნოლოგიებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები