ნისოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნისოსი(ბერძნ.) მეგარას მეფე, პანდიონის ძე. სკილას მამა.

ნისოსს თმებში ოქროსფერი (თუ მეწამული) ღერი ერია. ეს მისი სიცოცხლის თმა იყო. როდესაც მეფე მინოსმა მეგარაზე გაილაშქრა და სამეფო სასახლეს ალყა შემოარტყა, სკილამ მამას უღალატა. მას მინოსი შეჰყვარებოდა. ამ სიყვარულით შეპყრობილმა ნისოსს ჯადოსნური თმის ღერი ამოგლიჯა. მეფე სიცოცხლეს გამოესალმა. მინოსმა ქალაქი აიღო და ბრძანა, ზვირთებში მოესროლათ მოღალატე სკილა. სხვა ვერსიით კი, მინოსის ხომალდს დადევნებული სკილა თავად გადაეშვა ზღვაში და დაიხრჩო.

ნისოსის მითი ხალხური ზღაპარია ჯადოსნურ თმაზე, რომელიც უვნებელს ხდის მის მფლობელს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები