ცერცვეკალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:15, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცერცვეკალა - (Alhagi camelorum Fisch.). პარკოსანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. გავრცელებულია უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანის სამხრეთ რაიონებში. ბუჩქი (60 სმ და მეტი სიმაღლისაა. ყვავილობს ივნისსა და ივლისის შუა რიცხვებში. ყვავილებში დიდძალი ნექტარი გროვდება, ამიტომაც ცერცვეკალა მთავარი ღალის მომცემი მცენარეა. ცნობილია შემთხვევა, როცა მისგან ფუტკრის ოჯახმა 50 კგ თაფლი შეაგროვა.