ზიქურათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიქურათი

ზიქურათი – (აქადური ziqqurratu სიმაღლე, მწვერვალი), საფეხურებიანი საკულტო კოშკურა, ნაგებობა ძველი მესოპოტამიის არქიტექტურაში. საკულტო კოშკი, რომელსაც ჰქონდა 3-დან (შუმერების) 7 იარუსამდე ერთმანეთზე დადგმული წაკვეთილი პირამიდები ან პარალელეპიპედები ინტერიერის გარეშე (გამონაკლისი იყო მხოლოდ ზედა მოცულობა, სადაც მოთავსებული იყო სალოცავი). მშენებლობისათვის გამოყენებული იყი ხამი (ნედლი) აგური. სხვადასხვა ფერად შეღებილი ზიქურათის ტერასები შეერთებული იყო ერთმანეთთან კიბეებით ან პანდუსებით, კედლები დაყოფილი იყო მართკუთხა წალოებით (ნიშებით). პლატფორმების დამჭერი კედლების შიგნით განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ოთახები, სადაც ცხოვრობდნენ წმინდანები და ტაძრის მოსამსახურეები. ზიქურათის გვერდით ყოველთვის შენდებოდა ტაძარი, რომელიც ღმერთის საცხოვრებლად ითვლებოდა და მას სალოცავის ფუნქცია არ ჰქონდა.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები