დარბაზი (ხატის ნაგებობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დარბაზი - დარბასი – ხატის კარის კომპლექსის ერთერთი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში. ესაა „ხელოსნების“, „ხევისბერების“, „დეკანოზების“ სამყოფი შენობა, აგებული ქვისაგან, გადახურული სიპებით. გარდა ჩამოთვლილი პირებისა, დარბაზში შესვლა სხვებს აკრძალული ჰქონდათ. ზოგჯერ დარბაზში ინახებოდა ხატის ჭურჭელი. დარბასში გამოიტანენ საკულტო დროშას და დაილოცებიან.
ლიტერატურა
- ალ. ოჩიაური., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.