ახსარგარდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 15 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსარგარდ-ი (ოს. Æхсæргард) – ნართული ეპოსის პერსონაჟის – ახსარის ორლესული მახვილი, რომელიც მითიური ჯუჯა ხალხის – ბჰცენთების კუთვნილი ციური მადანისაგან ქურდალაგონმა გამოჭედა და რომლის პირზე დონბეთირის რჩევით გმირმა ავაძ-საცხი წაუსვა. ახსარგარდი ისეთი მტკიცე გამოდგა, რომ მისი დარტყმისაგან ქვა და ლითონი შუაზე სკდებოდა. სწორედ ამ მახვილით ამოხოცა ახსარმა თავისი ძმის – ახსართაგის მკვლელი ქვესკნელის ბინადარი ჯუჯები და მათი ბელადი – ყარამაგი. სალაშქროდ მიმავალ ნართებს ახსარგარდით ხელში წინ მუდამ ახსარი მიუძღოდა. ახსარის სიკვდილის შემდეგ ახსარგარდი მის უფროს ვაჟს ერგო. აქედან მოყოლებული ასე დაწესდა ნართებში: უფროსი ვაჟი მემკვიდრეობით მახვილს იღებდა, უმცროსი – ცხენს.

ტერმინი Æхсæргард-ი ოსურ ენაში აღნიშნავს „ხმალს,“ უფრო ზუსტად æхсæр – „ხმალი“ + кард „დანა“, „მახვილი“. როგორც ჩანს, ახსარგარდის ქვეშ იგულისხმება განსაკუთრებული სახეობის ცივი იარაღი. შესაძლოა ეს იყოს მოკლე ხმალი ანუ დაშნა. აქვე უნდა ითქვას, რომ სპეციალისტების აზრით, ტერმინ æхсæр-ის, როგორც „ძალის“, „სიმამაცის“ გაგება გვიანდელი, მეორეული მოვლენა უნდა იყოს. ნართული თქმულებების მთხრობელებმა კი ახსარგარდი გაიაზრეს, როგორც გმირის – ახსარის მახვილი.


ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები