იეჰოვას მოწმეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იეჰოვას მოწმეები ანუ იაჰოველთა (იაღოველთა) სექტა - საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც სწამთ, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანობას აღადგენენ. სათავეს იღებენ ყოფილი ადვენტისტის, ჩარლზ ტეიზ რასელის (Charles Taze Russel) მიერ დაარსებული გაერთიანებისგან - "ბიბლიის ჭეშმარიტ შემსწავლელთა საერთაშორისო გაერთიანება". ეს გაერთიანება ქადაგებდა ბიბლიის შესწავლას ყოველგვარი დამხმარე ლიტერატურის გარეშე.

რასელის რწმენით, იესო ქრისტე ამქვეყნად უჩინრად მოვიდა 1874 წელს, ხოლო განცხადებულად გამოჩნდებოდა 1914 წელს, როდესაც ის შემუსრავდა ყველა ამქვეყნიურ ხელისუფლებას და მართლებს ზეცაში აიყვანდა. როდესაც 1914 წელს მსოფლიოს აღსასრული არ დადგა, თვით რასელი კი 1916 წელს აღესრულა, ბუნებრივია, გაერთიანებაში კრიზისი დაიწყო. ამის შემდეგ არჩევნების მანიპულირების გზით მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა ყოფილი ბაბტისტი და მოსამართლე ჟოზეფ ფრანკლინ რათერფორდი, რომელმაც გაერთიანების სტრუქტურა სრულიად ახლებურ, მკაცრი ცენტრალიზაციის პრინციპზე გადაიყვანა. 1931 წლიდან გაერთიანებას იეჰოვას მოწმეები ჰქვია. გაერთიანების რადიკალიზაციისა და ქვეყნიერების აღსასრულის სულ ახალ-ახალი თარიღების გამო, მოძრაობა ბევრმა დატოვა, თუმცა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი თანდათან ისევ გაიზარდა. 1965 წელს მათ მილიონს გადააჭარბეს, ხოლო ამჟამად ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 10 მილიონს უნდა შეადგენდეს.

იეჰოვას მოწმეთა სწავლების საფუძველი ბიბლიაა. მიიჩნევა, რომ ბიბლიის ყოველი სიტყვა უშუალოდ ღმერთისგან არის შთაგონებული. ამიტომ, მისი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია იყოს მასში რაიმე შინაგანი წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობენ ბიბლიის მხოლოდ ერთ, საკუთარ თარგმანს: "წმინდა წერილის ახალი მსოფლიო თარგმანი". ეს თარგმანი, ბიბლიის სპეციალისტთა აზრით, სავსეა შეცდომებით და ტენდენციური ინტერპრეტაციებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი იეჰოვას მოწმე თავის ყოველ ნაბიჯს ბიბლიის მიხედვით დგამს, გასაგები გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ამ გამოცემას წევრების მანიპულირებისათვის. ორგანიზაციის ლიდერები დროდადრო, საკუთარი ახალი შეხედულებისა და საჭიროების მიხედვით შეცვლილ რედაქციას სთავაზობენ თავიანთი ორგანიზაციის წევრებს. აბსოლიტურ ჭეშმარიტებად ცხადდება ბოლო ვერსია, ხოლო ძველი დავიწყებას უნდა მიეცეს. თვით სახელი იეჰოვა, ბიბლიის ებრაელი ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მომდინარეობს. სპეციალისტთა აზრით სწორი უნდა იყოს იაჰვე, ან მსგავსი გამოთქმა, მაგრამ არა იეჰოვა. იეჰოვას მოწმეებს ხშირად მოჰყავთ ადგილები ბიბლიიდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ადგილები მოჰყავთ ტენდენციურად, საკუთარი ინტერპრეტაციით და საკუთარ თარგმანზე დაყრდნობით და არ უნდა სხვა ინტერპრეტაციის მოსმენა, ამტკიცებენ რა, რომ ბიბლია უშუალოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე უნდა გავიგოთ. მათი ლიტერატურიდან და ქადაგებებიდან შემდეგი სწავლება იკვეთება: იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც ყველაზე მაღლაა, ქვეყნიერების, ადამიანთა და ანგელოზთა ზევით. ადმიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება და დაეცა. ამის შემდეგ სატანა ცდილობს შეაცდინოს ადამიანი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაზე არავინ შეინარჩუნა იეჰოვას ერთგულება. სამაგიეროდ არიან ადამიანთა შორის იეჰოვას მოწმეები, რომლებიც, და მხოლოდ ისინი (!) არიან იეჰოვას ერთგულნი. იესო იყო იეჰუვას უმთავრესი მოწმე. მან ძელზე (და არა ჯვარზე) მორჩილებით მიიღო სიკვდილი. დღევანდელმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს უნდა მიჰბაძონ. მთელი დანარჩენი მსოფლიო სატანის სამსახურშია და განწირულია დასაღუპად. გადამწყვეტი ბრძოლა სატანასთას იესომ 1914 წელს დაიწყო, როდესაც ის უხილავად მეორედ მოევლინა დედამიწას. ამჟამად სულ ცოტა დრო რჩება გადამწყვეტ ბრძოლამდე, - არმაგედონამდე. ამ ბრძოლაში სატანაა და მისი მომხრეები საბოლოოდ განადგურდებიან, ხოლო მართლები (იეჰოპვას მოწმეები, რომელთა რიცხვი ზუსტად არის განსაზღვრული) ღმერთთან ერთად იმეფებენ. ყოველ იეჰოვას მოწმეს აქვს დავალება იქადაგოს და ორგანიზაციას ახალი წევრები შესძინოს. გარდა ამისა, ის ვალდებულია რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა საერთო შეკრებაში. ამაში შედის ბიბლიის ქადაგება კვირაობით, ბიბლიის თეოკრატიული სკოლა, სამუშაო კრება და სასწავლო შეკრება. საერთო ჯამში 3-4 შეკრება კვირაში. გარდა ამისა, კარდაკარ სიარული ან ქუჩაში დგომა მისიონერობის მიზნით. ლიტერატურა, რომელსაც მოწმე არიგებს, მან თვითონ უნდა შეიძინოს ორგანიზაციაში. რას ელოდება ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეებს ჩამოშორდება? აღნიშნული სექტის სულიერ წინამღძვართა მტკიცებით, განდგომილები თავიანთ სახელს საგინებელ სიტყვად აქცევენ და გამოძევებულ იქნებიან, რათა მათი ნაწილი ფარისევლებთან ერთად აღირაცხოს და საბოლოოდ ისინი გამწესებულნი იქნებიან არმაგედონში. ვინაიდან წყევლა და გინება ეწევა მათ, მათი ფარისევლობისა და ურწმუნოების გამო, ისინი მიმდინარე ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილნი რჩებიან. ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა გაიაზრებ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც, თუმცა ჩამოშორდა ამ ორგანიზაციას, მაინც ინარჩუნებს რწმენას აღსასრულის პირას მყოფი სამყაროს შესახებ. იეჰოვას მოწმეთა კრიტიკოსები ერთ რამეში სრულიად თანხმდებიან, კერძოდ იმაში, რომ ახალი აღთქმის სიხარულის აღსავსე მისიას აქ მუქარის მისია ენაცვლება. ასეთი მრავალრიცხოვანი მცნებებისა და აკრძალვებების დაცვა, როგორც წესი, არავის შეუძლია, განსაკუთრებით უჭირთ ამის გაკეთება ახალგაზრდებს. ზოგიერთი მოწმე მოითხოვს, რომ უგულვებელყოფილ იქნას ყველაფერი, რასაც შეუძლია რწმენაში დააბრკოლოს ადამიანი – მატერიალური საგნები, სხვადასხვა გატაცებები, ქორწინება მხოლოდ სიყვარულის მოტივით და სხვა მრავალი, მათ შორის სწავლა – განათლების მიღებაც. იეჰოვას მოწმეთა ყოფა საკმაოდ შეზღუდულია უამრავი აკრძალვით. მათ შორის, აკრძალულია: - დაბადების დღეების აღნიშვნა, - არჩევნებში მონაწილეობის მიღება, - ზედმეტი წონის ქონა, - უწმაწურ ხუმრობაზე სიცილი, - თვალში საცემი ვარცხნილობის ან ტანსაცმლის ტარება, - თავის მართლების მცდელობა და სხვა. ცალკეა აღსანიშნავი სისხლის გადასხმის უმკაცრესი აკრძალვა, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს.



წყარო

  • დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002,
  • სოლიდარობა №1,–[რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,–2006
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები