თეოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოკრატია - (ბერძ.) „ღმერთი“ და „ხელისუფლება“. სიტყვასიტყვით ღვთის მმართველობა, პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ რელიგიური ხელისუფლება უნდა პრევალირებდეს პოლიტიკურზე, ჩვეულებრივ, სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობის მეშვეობით.

იოსებ ფლავიოსის მიერ შექმნილი ტერმინი „თეოკრატია“, აღნიშნავს სახელმწიფოს მმართველობის ისეთ ფორმას, რომელშიც საერო და რელიგიური ატრიბუტიკა ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. მართვის ძალაუფლება უშუალოდ ღმრთისგან მომდინარეობს და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის (მღვდელმსახურის) მიერ აღსრულდება. თეოკრატიის დამახასიათებელი ელემენტია მმართველის სამღვდელმსახურებო კავშირი ღმრთაებრიობასთან. ამგვარი მმართველის პროტოტიპად მოსე მიიჩნევა. შუა საუკუნეებში ცალკეულმა პაპებმა (გრიგოლ VII, ინოკენტი III, ბონიფაციუს VIII) ღმრთის ქალაქის ავგუსტინესეული იდეის საფუძველზე სცადეს თეოკრატიული იდეალის განხორციელება, თუმცა იმპერიის წინაღმდეგობის გამო მათი მცდელობანი ფუჭი აღმოჩნდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები