იაჰვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ვან ეიკი. მამა ღმერთი, გენტის საკურთხეველი, 1432 .

იაჰვე - ღმრთის ებრაული სახელი, რომელიც აღნიშნავს „მე ვარ, მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:14). წმიდა ტეტრაგრამა, ანუ ღმრთის სახელის ოთხი თანხმოვანი, ებრაულ ბიბლიაში 6823-ჯერ გვხვდება. ის პირველ ბიბლიურ ტექსტებშია ნახსენები (დაბ. 2-3), თუმცა მისი აღმოცენება მოსესათვის ღმრთის გამოცხადების ხანას უკავშირდება (შდრ. გამ. 3:13, შმდ.). წმიდა ტეტრაგრამა დღემდე ხმოვანთა გარეშე იწერება: მართლაც, Jhwh გამოუთქმელია, ანუ მას პატივისცემის ნიშნად არასოდეს წარმოთქვამენ. მის ნაცვლად წარმოითქმის სიტყვა ადონაი (= უფალო ჩემო). ღმრთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, ვიპურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფნის იდეას, ფილოსოფიური გაგებით, და მოიცავს ღმრთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში, განსაკუთრებით - გამოსვლაში (= მე ვარ ის, ვინც ათავისუფლებს). იაჰვეს სახელიდან მომდინარეობს იაჰვისტური ტრადიცია, ხუთწიგნეულის ოთხ წყაროთაგან ერთ-ერთი. იესო თავის თავს უწოდებს სახელს „მე ვარ“, რის გამოც მას მკრეხელობაში ადანაშაულებენ (იოან. 8:24.28.58; 13:19; 18:5.8; გამოცხ. 1:8).





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები