თორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხუთწიგნეული-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თორა - (ძვ. ებრ.) მოსეს ხუთწიგნეული. (კანონი). ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი - ხუთწიგნეული - ებრაულად, დედნის ენაზე. მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის -ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

თავდაპირველად აღნიშნავდა არა იმდენად მკაცრად განსაზღვრულ კანონს, რამდენადაც კონკრეტული საარსებო მდგომარეობის შესატყვის დარიგებას. ყველა შემთხვევაში, ძველ აღთქმაში თორა ღმრთის კანონმდებელ სიტყვას აღნიშნავდა და ამ ნიშნით იქცა ის ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელდებად (დაბადება, გამოსვლა, ლევიანელთა, რიცხვნი, მეორე რჯული), რომლებიც ერთობლივად ხუთწიგნეულად მოიხსენიება (ბერძნულად „პენტატევქი“).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები