ფერლ-ჰარბორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 25 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფერლ-ჰარბორი - აშშ-ის სამხედრო საზღვაო ბაზა ჰავაის კუნძულებზე.
1941 წლის 7 დეკემბერს, დილით, იაპონური ავიამზიდებიდან ცაში აჭრილმა თვითმფრინავებმა ომის გამოუცხადებლად იერიში მიიტანეს ფერლ-ჰარბორზე, სადაც იმყოფებოდა 70-მდე საბრძოლო ხომალდი და 394 თვითმფრინავი. ჩაძირეს და მძიმედ დააზიანეს 18 გემი, მათ შორის 8 სახაზო ხომალდი; გაანადგურეს 188 თვითმფრინავი, დაიღუპა 3,6 ათ. კაცი.
იაპონელებმა დაკარგეს დაახლოებით 100 თვითმფრინავი და 6 წყალქვეშა ნავი (მათ შორის 5 ზემცირე). ამ ოპერაციის შედეგად წყნარ ოკეანეში დროებით იაპონიის შეიარაღებული ძალები გაბატონდნენ. ამ დგომარეობამ მათ საშუალება მისცა განევითარებინათ ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები.