ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.

ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

წარწერის ტექსტი

კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Pirveli msoflio omi.jpg

პირველი მსოფლიო ომი 1914–18 - იპერიალისტური ომი უდიდეს კაპიტალისტურ სახლმწიფოთა ორ ჯგუფს შორის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის. ერთი ჯგუფის ბირთვს შეადგენდა „ცენტრალური სახელწიფოების“ ბლოკი (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი), მეორისას – ანტანტის ქვეყნები (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი). ანტანტის მხარეზე თავიდანვე აღმოჩნდნენ ბელგია, სერბია და ჩერნოგორია. დროის განმავლობაში მსოფლიო ომში კიდევ 30 სახელმწიფო ჩაება. აქედან ორი (ოსმალეთი და ბულგარეთი) ცენტრალური სახელმწიფოების მხარეზე, დანარჩენები კი (მათ შორის – აშშ, იაპონია, იტალია) – ანტანტის მხარეს. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Poloneli jariskacebi.jpg

მეორე მსოფლიო ომი 1939-45 - უდიდესი საერთაშორისო კონფლიქტი, რომელსაც თავისი მასშტაბებით, დაღუპულთა რაოდენობითა და მატერიალური დანახარჯებით ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში.

ომში მონაწილეობა მიიღო 61-მა სახელმწიფომ (მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი), სამხედრო მოქმედებები გავრცელდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე და აგრეთვე საზღვაო და ოკეანის თეატრებზე.

ომი გამოწვეული იყო ევროპაში გერმანიისა და შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის ექსპანსიონისტური პოლიტიკით. სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

ხორბალი

Xorbali.jpeg

ხორბალი- (Triticum L.). ტერმინი ხორბალი (ჭანურად "ქოვ-ალი" // "ქუვ-ალ-ი", "ქუ-ალ-ი", "ქვ-ალ-ი"; მეგრულად "ქობალი"; სვანურად "კვეცენ"), საქართველოში თავდაპირველად აღნიშნავდა საერთოდ ყოველგვარ პურეულ მცენარეს, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად ხორბლის გვარს. შემდგომ ხანაში შეიმჩნევა ტერმინ „ხორბლის“ ჩანაცვლება „პურით“, რომელიც გულისხმობს, როგორც თვითონ ხორბლის პურს, ასევე მცენარეს.

თავდაპირველად ქართველები საკუთრივ პურისა და პურეული მცენარის აღსანიშნავად სახელწოდება „დიარს“ იყენებდნენ. ამჟამად ტერმინი „დიარ“ შემონახული აქვთ მხოლოდ ლაზებსა და სვანებს (ივ. ჯავახიშვილი, 1930; Менабде, 1948).სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები