ბოლერო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოლერო - (ესპ. bolero) ესპანური ხალხური ცეკვა. ტემპი – ზომიერი, ზომა 3/4. შეიქმნა დაახლოებით 1780.
XIX ს-იდან სრულდება სცენაზე. ბოლერო შეიძლება იყოს სოლო ან წყვილთა ცეკვა. ბოლეროს დამახასიათებელი მუსიკალური ფიგურები ხაზგასმულია კასტანიეტების კაკუნით ან თითების ტკაცუნით. სრულდება გიტარის ხმოვანების, ზოგჯერ კი სიმღერის თანხლებით. XIX ს-ის დასაწყისიდან ცნობილია საბალეტო სცენაზე. ბოლეროს ფორმით დაწერილია მრავალი ინსტრუმენტული პიესა და ვოკალური ნაწარმოები. რაველს ეკუთვნის განთქმული „ბოლერო“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1929).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი