გიტარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიტარა

გიტარა - ესპ. guitarra, სიმებიან-ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. შედგება წელში გამოყვანილი კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზემო დეკას შუაში სარეზონატორო ღრუ აქვს, ყელზე-კილოებიანი გრიფი, საკრავის თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია.

თავდაპირველად სიმებს ნაწლავებისაგან აკეთებდნენ, მოგვიანებით ლითონისა და ნეილონისაგან. XII ს. ესპანურ გიტარას ოთხი ორმაგი სიმი ჰქონდა. XVII ს. იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გავრცელდა ე. წ. ესპანური გიტარები, რომლებსაც ხუთი ორმაგი სიმი ჰქონდა.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გიტარამ XVIII ს. შუა წლებში, ამ დროისათვის 5 ორმაგი სიმის ნაცვლად შემოიღეს 6 ცალფა სიმი. რუსეთში ძალზე გავრცელდა შვიდსიმიანი, ტერციული წყობის (ე. წ. რუსული). გიტარას იყენებდნენ ძირითადად სიმღერის აკომპანემენტისათვის, აგრეთვე კამერულ ანსამბლებში და სოლო საკრავადაც. ზოგ ქვეყანაში გიტარა ხალხურ საკრავად იქცა.

გიტარისთვის ნაწარმოებები დაწერეს: ნ.პაგანინიმ, მ. დე ფალიამ, ე. ვილა ლობოსმა და სხვ.

ცნობილი გიტარისტები არიან: მ. ჯულიანი (იტალია) ფ. სორი, ფ. ტარეგა, ა. სეგოვია (ესპანეთი), მ. ლ. ანიდო (არგენტინა), ა. სიხრა, მ. ვისოცკი, მ. სოკოლოვი, ა. ივანოვ-კრამსკოი. საქართველოში თ. ყვითელაშვილი და სხვ.

XX ს-ში გავრცელდა გიტარის ნაირსახეობანი – ჰავაიური და ჯაზ-გიტარა.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები