შორტ-ტრეკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 5 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შორტ–ტრეკი — (ინგლ. Short Track, სიტყვასიტყვით — მოკლე ბილიკი). ჩქაროსნული ციგურაობის ნაირსახეობა, შეჯიბრება სისნრაფეში მოკლე სარბოლ ბილიკზე, ყინულის ჰოკეის მოედანზე.

წარწერის ტექსტი

ისტორია

ბრიტანული ვერსიის მიხედვით, შორტ-ტრეკი ინგლისელებმა გამოიგონეს XIX საუკუნის დამლევს, მაგრამ ბრიტანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და კანადაში გავრცელდა. კანადელები ამ ვერსიას უარყოფენ და შორტ-ტრეკის ფუძემდებლების სახელს თავად იჩემებენ. 1905 წელს სწორედ კანადაში გაიმართა მსოფლიოში პირველი ეროვნული ჩემპიონატი შორტ-ტრეკში. ერთი წლის შემდეგ ასეთივე შეჯიბრება მოეწყო აშშ-ში, პირველი ევროპული შეჯიბრების ორგანიზატორი კი დიდი ბრიტანეთი იყო (1914). მოგვიანებით, შორტ-ტრეკი დაინერგა ავსტრალიაში, იტალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და აზიის ქვეყნებში. ეს სახეობა განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში. 1975 წელს მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირთან (ISU) ჩამოყალიბდა შორტ-ტრეკის კომიტეტი.

ზამთრის XV ოლიმპიადაზე (1988, კალგარი) მოეწყო საჩვენებელი შეჯიბრება შორტ-ტრეკში, მომდევნო თამაშებიდან კი (1992, ალბერვილი) იგი სრულფასოვან ოლიმპიურ სახეობად აღიარეს. სადებიუტო ოლიმპიურ პროგრამაში 4 დისციპლინა შედიოდა. შემდგომი ოლიმპიადის პროგრამაში (1994, ლილეჰამერი) დამატებით 2 დისციპლინა შეიტანეს (ქალები - 1000 მ, კაცები — 500 მ), 2002 წელს კიდევ 2 (ქალები, კაცები — 1500 მ). 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან მედლების 9 კომპლექტი თამაშდება.

წესები

შეჯიბრება იმართება ყინულის ჰოკეის მოედანზე, რომლის სიგრძეა 60 მ, სიგანე — 30 მ. შორტ-ტრეკის ოვალი ყინულზე საგანგებო ნიშნებით არის აღნიშნული (მოედნის თავსა და ბოლოში ნახევარწრეზე განლაგებულია რეზინის ან პლასტიკის წითელი ფერის 7-7 დისკო). ოვალის სიგრძე, ანუ გარშემოწერილობაა 111,12 მ, სწორი მონაკვეთის სიგრძე — 28,85 მ. სრიალი ნებადართულია მხოლოდ ბორტებსა და დისკოებს შორის სივრცეში. სპორტსმენი მოედანზე გამოდის ჩაფხუტით, სამუხლეებით, საწვივეებითა და კისრის დამცავით. შორტ-ტრეკზე იგი დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. იმარჯვებს ის, ვინც პირველი მივა ფინიშთან.

ესტაფეტაში თითოეული გუნდი 4-4 მოციგურავისგან შედგება. გუნდის ყველა წევრი მონაცვლეობით გაივლის დისტანციის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთს. სპორტსმენი, რომელიც თანაგუნდელმა შეცვალა (ეს ხდება ხელით შეხების შემდეგ), მაშინვე ტოვებს მოედანს, რათა სხვებს დაბრკოლება არ შეუქმნას. მოციგურავეები ერთმანეთს ენაცვლებიან მოედნის ცენტრში ორივე მხარეს, ოვალის სწორ, 19 მ-ის სიგრძის, ლურჯი ფერის განივი ზოლებით მონიშნულ მონაკვეთზე. იმის გამო, რომ სასრიალოდ განკუთვნილი სივრცე შეზღუდულია, მონაწილენი ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს. ყინულზე დაცემას დისკვალიფიკაცია არ მოსდევს, მაგრამ მსგავსი შემთხვევის შემდეგ მოციგურავე პრაქტიკულად კარგავს გამარჯვების შესაძლებლობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები