ლიონიძე ვასილი
ლიონიძე ვასილი დიმიტრის ძე - (17.VIII.1864 - 1929) - გენერალი. დაამთავრა ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1885). პორუჩიკი (1889). შტაბსკაპიტანი (1895). კაპიტანი (1898). პოდპოლკოვნიკი (1905). ბატალიონის მეთაური. პოლკოვნიკი (1911). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ქვეითთა 118-ე სათადარიგო ბატალიონის უფროსი. კავკასიის მე-3 სასაზღვრო პოლკის უფროსი. 1916 წლიდან ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1916-1917 წლებში ქვეითთა 222-ე პოლკის უფროსი. გენერალი (1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის.
1918 ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი