ლიონიძე ვასილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიონიძე ვასილი დიმიტრის ძე - (17.VIII.1864 - 1929) - გენერალი.
სარჩევი |
განვლილი ცხოვრების მთვარი ეტაპები
- დაამთავრა ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი.
- პოდპორუჩიკი (1885).
- პორუჩიკი (1889).
- შტაბსკაპიტანი (1895).
- კაპიტანი (1898).
- პოდპოლკოვნიკი (1905).
- ბატალიონის მეთაური.
- პოლკოვნიკი (1911).
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- ქვეითთა 118-ე სათადარიგო ბატალიონის უფროსი.
- კავკასიის მე-3 სასაზღვრო პოლკის უფროსი.
- 1916 წლიდან ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში.
- 1916-1917 წლებში ქვეითთა 222-ე პოლკის უფროსი.
- გენერალი (1917).
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის.
1918 ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი