იამაიკა
იამაიკა - (Jamaica), სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვაში, კუნძულ იამაიკასა და კარიბის ზღვის მიმდებარე მცირე კუნძულებზე.
ფართობი - 11,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 2,8 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. კინგსტონი.
ადმინისტრაციულად იყოფა 3 საგრაფოდ. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი/
აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1962 წლის 6 აგვისტოს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ბოქსიტის მოპოვება, სოფლის მეურნეობა, საერთაშორისო ტურიზმი.
ძირითადი საზღვაო პორტებია: დისკავერ - პონდი, კინგსტონი, პორტ-ენონიო, პორტ-როიალი, სავანნა-ლამარი.
საერთაშორისო აეროპორტები: კინგსტონი, მონტეგო-ბეი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 2,8 ათ. კაცი (2012), შეიცავს ერთ ქვეით პოლკს, საავიაციო ფრთას, სანაპირო დაცვის დანაყოფს და მხარდამჭერ საინჟინრო დანაყოფებს. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.