ქ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:15, 1 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქ – ქართული ანბანის ოცდამეორე (ძე. ქართ. ანბანის ოცდამეხუთე) ასო. მისი სახელია „ქანი“; გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ხშულ-მსკდომი ფშვინვიერი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა ⴕ. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელსაც კვადრატის ნახევარი უკავია. ნუსხური კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი, მხედრული ქ-ს ასწვრივი ხაზი ქვემოთ მომრგვალებულია. ნუსხური Ⴕ და მხედრული ქ ოთხასოვან სისტემაში ოთხ ხაზს შორის იწერება
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსასს (600).