კვიცარიძე პოლიევქტოს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვიცარიძე პოლიევქტოს (1849-1904) — ლიტერატორი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1902 წლიდან მასწავლებლობდა ქუთაისში. იყო „წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობის“ დამაარსებელი და მისი სარედაქციო კომისიის მუდმივი წევრი. მონაწილეობდა კრებულ „ცდის“ გამოცემაში, ამ კრებულშივე აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებს (საყურადღებოა „ალექსანდრიანი“), მოთხრობებს, ლექსებს. თანამშრომლობდა აგრეთვე „დროებაში“, „ივერიაში“, „თეატრში“, „ნობათში“. იღვწოდა ქართული ენის სწავლების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი „ქართული სწორმეტყველება“ (1889).