გოცი კარლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო გოცი

კარლო გოცი – (1713-1786) – იტალიელი პოეტი, ლიტერატურის და თეატრის კრიტიკოსი, დრამატურგი.

სიყრმის წლებიდან შეიყვარა პოეზია და თეატრი, ზღაპრები, კომედია დელ’არტე, რომელსაც მიიჩნევდა „იტალიის სიამაყედ“. 1747 წ. თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად შექმნა სახუმარო აკადემია „გრანელესკი“. მათ თავდასხმის მთავარ სამიზნედ აქციეს კ. გოლდონის და პ. კიარის შემოქმედება, როგორც ნატურალისტური და ფსევდორომანტიკული, გათვლილი მდაბიორთა გემოვნებაზე. ბრალდებად უყენებდნენ იმასაც, რომ მათ უღალატეს ხალხისთვის საყვარელ ნიღბებს და იმპროვიზაციას.

იგი არის ახალი ჟანრის ფიაბის (ზღაპრების თეატრი) შემქმნელი. მისი პირველი ფიაბა – „სამი ფორთოხლის სიყვარული“ დაიწერა მე-17 ს. ნეაპოლიტანელი მწერლის, ბაზილეს ნაწარმოებზე („პენტამერონი“) დაყრდნობით. ამ პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ჰქონდა უდიდესი წარმატება. მაყურებელმა ზურგი აქცია გოლდონის და კიარის ნაწარმოებებს და მხურვალედ მხარი დაუჭირა ახალ წამოწყებას. ხუთი წლის განმავლობაში მან დაწერა კიდევ ცხრა ფიაბი: „ყვავი“, „მეფე-ირემი“, „ტურანდოტი“, „ქალი-გველი“, ფეერიული ტრაგედია „ზობეიდა“, „ბედნიერი ღატაკები“, „ლურჯი ურჩხული“, „მწვანე ჩიტი“, „ძეიმი, ჯინების მეფე, ანუ ერთგული მონა“. ამის შემდეგ მას ფიაბა აღარ დაუწერია. მისი მომდევნო მოღვაწეობა დაეთმო რომანტიკული ტრაგიკომედიის ჟანრს. მათ უწოდეს გოცის „მეორე მანერის“ პიესები. მან შექმნა 23 ასეთი პიესა. მათ შორის: „კავალერი-მეგობარი ანუ მეგობრობის ზეიმი“, „ჭეშმარიტად შეყვარებული ქალი“, „პრინცესა ფილოსოფოსი“, „სიყვარულის ბანგი“, „ჩიმენე-ლეოპარდი“ ბლო 20 წელი იგი ჩამოშორდა თეატრს და დარჩენილი დრო გაატარა მარტოობაში. მისი ბოლო ნაწარმოებია „უსარგებლო მემუარები“, რომელიც შეიცავს საინტერესო მასალას მე-18 საუკუნის ვენეციანური თეატრის ყოფის შესახებ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები