დიდასკალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 9 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდასკალია – (ძვ. ბერძ. Ϫιδασκαλία მეცნიერება, ინსტრუქცია)

1. ძველბერძნულ თეატრში დრამატული შეჯიბრებებისა და სპექტაკლების ოქმი. დიდასკალია წარწერაა მარმარილოს ფილაზე. მასში მოხსენიებულნი არიან დრამატურგები და პროტაგონისტები (პირველი აქტიორები), პიესების სახელწოდებანი და შეჯიბრების შედეგები. დიდასკალიის ზოგიერთ ამონაწერს, რომელიც შესრულებულია არისტოტელესა და ელინისტური ეპოქის მეცნიერთა მიერ და ჩვენამდე მოაღწიეს ტრაგედიებისა და კომედიების ხელნაწერებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანტიკური დრამისა და თეატრალური ხელოვნების ისტორიის შესწავლისათვის.

2. რეპეტიცია ან თეატრალური პიესის დასწავლა, თეატრალური წარმოდგენის აფიშა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები