ანტიკური დრამატურგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიკური დრამატურგია − ძველბერძნული და ძველრომაული დრამატურგია; აღმოცენდა მე-6 ს. ძვ წ-ით. ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად ითვლება ბერძნული ტრაგედიის გაფურჩქვნის და ე.წ. ძველი ატიკური კომედიის ჩასახვის ხანა (V ს. ძვ. წ.). ანტიკური დრამატურგია იყო პირველი ევროპული დრამატული გვარეობის ლიტერატურა, რომელშიც ჩამოყალიბდა ორი უმთავრესი სახეობა – ტრაგედია და კომედია, შეიქმნა პოეტური ხელოვნების მხატვრულად სრულყოფილი ნიმუშები. თანამედროვე ევროპული დრამის (როგორც ჟანრის) პირველსახედ მიჩნეულია ახალი ატიკური კომედია (მე-4 ს. ბოლო მეოთხედი, მე-3 ს. I ნახ.) და მისი რომაელი მიმბაძველები.

ანტიკურმა დრამატურგიამ და მის საფუძველზე აღმოცენებულმა დრამატული პოეზიის ანტიკურმა თეორიამ (არისტოტელე, ჰორაციუსი და სხვ.) უდიდესი გავლენა იქონია ახალი დროის ევროპულ დრამატურგიაზე (კორნელი, რასინი, მოლიერი, გოეთე, შილერი და სხვ.).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები