ხელოვნური მარმარილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:18, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხელოვნური მარმარილო (აკრილის ქვა) − მიიღება აკრილის ფისის, ნატურალური მინერალური შემავსებლებისა და პიგმენტური დანამატებისაგან. ის აბსოლუტურად უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა. ადვილად დასამუშავებელია, თერმოფორმირებადი თვისების გამო, შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი ფორმა. ხელოვნური მარმარილო. არის პრემიუმ კლასის, მტკიცე, საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, გლუვი ზედაპირის, უფორებო, ანტიბაქტერიული, მრავალფეროვანი და უხილავად შეწებების უნარის მქონე ინოვაციური ქვა, რომელიც გამოიყენება ყველაზე ესთეტიკური და პრაქტიკული ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმნელად.