საჰაერო ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საჰაერო ხიდი − საჰაერო-სატრანსპორტო ოპერაცია ან სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მოქმედება, განხორციელებული შორეული საომარი მოქმედებების თეატრზე პირადი შემადგენლობის და მატერიალური საშუალებების გადასროლის ან ჯარების ახალი დაჯგუფების შექმნის მიზნით; ასევე ალყაშემორტყმული (იზოლირებული) დაჯგუფებების მომარაგებისთვის ან საევაკუაციოდ. საჰაერო ხიდით იქმნება საჰაერო-სატრანსპორტო ავიაციის დაჯგუფება, გამოიყოფა ერთი ან რამდენიმე საჰაერო ტრასა და მარშრუტი.