ალბიგოელთა ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 10 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერუგეტე პედრო, „სასწაული“: წმ. დომინიკისა და ალბიგოელთა მიერ ცეცხლში ჩაგდებული ნაწერებიდან წმ. დომინიკის ტექსტს ცეცხლის ალი არ ეკარება.

ალბიგოელთა ომები 1209-29, კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით მოწყობილი ჩრდილოეთ საფრანგეთის რაინდთა ჯვაროსნული ლაშქრობები სამხრეთ საფრანგეთში, სადაც XII-XIII საუკუნეებში ფართო გავლენით სარგებლობდა ალბიგოელთა მწვალებლური სექტა.

ალბიგოელები კათოლიკური ეკლესიის დოგმატების, საეკლესიო მიწათმფლობელობისა და გადასახადების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათ მხარს უჭერდა ადგილობრივი აზნაურების ნაწილიც, რომელიც საეკლესიო ქონების სეკულარიზაციით იყო დაინტერესებული. ჯვაროსნებმა გაანადგურეს ალბიგოელები, გაძარცვეს სამხრეთ საფრანგეთის მდიდარი ქალაქები, სასტიკად ააოხრეს ქვეყანა. დაპყრობილი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 1271 წელს საფრანგეთის მეფის დომენს შეუერთდა.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები