ვიეტ კონგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიეტ კონგი - სამხრეთ-ვიეტნამელი კომუნისტი პარტიზანები, რომლებიც ებრძოდნენ საიგონის მთავრობასა და აშშ-ის ჯარებს ინდოჩინეთის II ომის დროს. პირველი დაქსაქსული გამოსვლების შემდეგ მოძრაობა ჩამოყალიბდა სამხრეთ ვიეტნამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტად (1960).
ვიეტკონგელები ეყრდნობოდნენ ჩრდილო ვიეტნამის კომუნისტური რეჟიმის მხარდაჭერას, რომელმაც თანდათანობით თავის კონტროლს დაუქვემდებარა მათი მოქმედებები.