პარტიზანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარტიზანი (ფრ. partisan – მეამბოხე) – პირი, რომელიც ნებაყოფლობით იბრძვის მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ორგანიზებული შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში ან იმ მეამბოხე ძალების შემადგენლობაში, რომლებიც სახელმწიფო რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან (მეამბოხე) პარტიზანების სამართლებრივ მდგომარეობას არეგულირებს საერთაშორისო სამართლის ნორმები (ჰააგის კონვეციები 1899, 1907).