წვრილფოთოლა ფსევდოპოდოსპერმუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წვრილფოთოლა ფსევდოპოდოსპერმუმი – ოჯახი რთულყვავილოვანნი, მარადმწვანე იშვიათი ბალახი, კაკლისებრი, გამსხვილებული ფესვით. იშვიათი სახეობაა. საქართველოში პირველად (1967) ნაპოვნია მესხეთში. მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფლორის ისტორიის შესწავლისათვის. გავრცელებულია საქართველოში გვხვდება: მესხეთში, ასპინძის რაიონში, ხერთვისის მახლობლად ირკუნის მთაზე და ვარნეთის მიდამოებში. საქართველოს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანსა და სომხეთში, აგრეთვე – ჩრდილო ირანში. იზრდება მთის შუა სარტყელში მშრალ, ქვაღორღიან ადგილებში და ნაშალებზე. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.